არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის პროპაგანდისათვის პოლონეთში 102 ადამიანი დააკავეს

პოლონეთში 102 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის პროპაგანდაში ედება ბრალი. როგორც სააგენტო ”ფრანს პრესი” იტყობინება, პოლონეთის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ათეულობით სახლსა და ინტერეტ კაფეში, საიდანაც ამოიღეს 3,500 კომპაქტ დისკი, რომლებზეც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტოები იყო განთავსებული.