აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ხვდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას

საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე სასაუბროდ თბილისში იმყოფება სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტინა კეიდანაუ. დღეს ის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. ხვალ ამერიკელი დიპლომატი ეწვევა პარტია "ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების" ოფისს, სადაც პარტიის ლიდერს შეხვდება. ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეხვედრისას, რომლის ინიციატორი ამერიკული მხარეა, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებების იმ ნაწილს, რომელიც საქართველოში დემოკრატიის განვითარებას შეეხება. ხვალ ტინა კეიდანაუ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებსაც შეხვდება.