მედვედევმა წამყვან პარტიებს სურსათის კონტროლირებაში დახმარებისკენ მოუწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა წამყვან პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, აღმასრულებელ ხელისუფლებას სურსათის ფასების კონტროლირებაში დაეხმარონ. რუსეთში სურსათზე ფასები მკვეთრად გაიზარდა გვალვის გამო მარცვლოვანი კულტურების მოსავლის ნაწილის დაკარგვის შემდეგ.