დაღესტანში მოკლული მეამბოხე შსს-ის სამძებრო განყოფილების უფროსის შვილი აღმოჩნდა

მეამბოხე, რომელიც დაღესტანში, დერბენტში სპეცოპერაციისას იქნა მოკლული, ქალაქის შინაგან საქმეთა განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის, აბდულბას ახმედოვის ვაჟი აღმოჩნდა. არსენ ახმედოვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა ივნისის შემდეგ, როცა ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.