ქუთაისში ხანძარმა გაანადგურა „აბრეშუმკობინატის“ ერთ-ერთი შენობა

ქუთაისში, სააქციო საზოგადოება „აბრეშუმკომბინატში“ დღეს ხანძარი გაჩნდა და, გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოს ერთ-ერთ კორპუსი გაანადგურა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. როგორც იუწყებიან, არავინ დაშავებულა. მოხერხდა დოკუმენტების გადარჩენა.