დიდი ქალაქების სკოლებში მანდატურები საქმიანობას ახალი სასწავლო წლიდან შეუდგებიან

თბილისისა და დიდი ქალაქების საჯარო სკოლებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები საქმიანობას ახალი სასწავლო წლიდან შეუდგებიან. თბილისის საჯარო სკოლების 400 მანდატურს დღეს განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდება და ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება. შეხვედრა 12.00 საათზე განათლების სამინისტროს შენობაში გაიმართება.