რობერტ გეიტსი: აუცილებელია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ხელმოწერილი შეთანხმების შესრულება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან ვაშინგტონში შეხვედრისას განაცხადა, რომ აუცილებელია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ხელმოწერილი შეთანხმების შესრულება. რობერტ გეიტსის და ანატოლი სერდიუკოვის მოლაპარაკების შემდეგ პენტაგონის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რუსეთს ასევე მოუწოდა, მეტად გამჭვირვალე გახადოს სამხრეთ კავკასიაში მისი შეიარაღებული ძალების ყოფნა.