გენო მალაზონია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

კომპანია "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორის გენო მალაზონიას პატიმრობიდან გათავისუფლების დეტალები ამ დრომდე უცნობია. კერძოდ, გაურკვეველია, რა პირობით გაფორმდა მასთან საპროცესო შეთანხმება. სააგენტო ინტერპრესნიუსს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და იციან მხოლოდ ის, რომ მალაზონიასთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება რამდენიმე დღის წინ გააფორმა. არსებული კანონმდებლობით, საპროცესო შეთანხმება სასამართლომ უნდა დაადასტუროს, თუმცა ინტერპრესნიუსს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ შესაბამის ინფორმაციას არ ფლობენ. "ენერჯი ინვესტის" ხელმძღვანელი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით მაისში დააკავეს.