ავღანეთის საპარლამენტო არჩევნების გამო საარჩევნო უწყებამ სამი ათასი საჩივარი მიიღო

ავღანეთის არჩევნების სამეთვალყურეო უწყებამ საპარლამენტო არჩევნების თაობაზე სამი ათასი ოფიციალური საჩივარი მიიღო. გაეროს მხარდაჭერით მოქმედი საარჩევნო სააპელაციო კომისიის ერთ-ერთი კომისრის, აჰმად ზია რაფატის თქმით, საჩივრები შეეხება არჩევნების დღეს, შაბათს და წინაასაარჩევნო პერიოდში შემჩნეულ დარღვევებს. კენჭისყრის დასრულების შემ;ეგ არჩევნების დროს დარღვევების გარშემო შეფასებები გამოითქვა. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ და გაეროს წარგზავნილმა სტაფან დე მისტურამ განაცხადეს, რომ ნაადრევია არჩევნებზე, როგორც წარმატებულზე ლაპარაკი.