ავღანეთის სამხრეთში შვეულმფრენის ავარიას ნატოს ცხრა ჯარისკაცი ემსხვერპლა

ნატოს ცხრა სამხედრო შეეწირა ავარიას, რომელიც შვეულმფრენმა განიცადა ავღანეთის სამხრეთში. ცნობით, დაშავდა ასევე ნატოელი ერთი სამხედრო, ავღანეთის არმიის ერთი ჯარისკაცი და აშშ-ის ერთი მოქალაქე. თალიბანმა განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა ესროლეს შვეულმფრენს და ათზე მეტი უცხოელი სამხედრო დახოცეს. საერთაშორისო ჯარის თქმით, ავარიის მიზეზებს იძიებენ. მისივე ცნობით, მტრის ცეცხლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.