დღეს, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდება აქცია ”ერთი დღე ავტომობილის გარეშე”. ამ დღეს ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მოუწოდებენ მოსახლეობას არ გადაადგილდნენ ავტომობილებით, რითიც კიდევ ერთხელ მიაპყრობენ საზოგადოების ყურადღებას საწვავის გამონაბოლქვიდან მიყენებულ ზიანზე.