ბარაკ ობამამ ილჰამ ალიევს ბლოგერების გათავისუფლებისკენ მოუწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მოუწოდა, გათავისუფლდეს ორი ბლოგერი, რომლებიც ციხეში მთავრობის შესახებ სატირული ვიდეოს გავრცელებისთვის სხედან. ორი ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივი შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში გამართეს. გავრცელებულ განცხადებაში თეთრი სახლი ამბობს, ობამამ იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებს და გააძლიერებს ადამიანის უფლებების დაცვასო. ამასთან, თეთრი სახლის განცხადებით, ობამამ და ალიევმა იმსჯელეს რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკის სფეროში თანამშრობლობაზე და აშშ-ს სურვილზე, მშვიდობიანი გადაწყვეტა მოეძებნოს მთიანი ყარაბაღის საკითხს.