რუსეთი ირანის მიმართ ცალმხრივი სანქციების წინააღმდეგია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავაც წინააღმდეგია ირანის მიმართ ცალმხრივი სანქციებისა, მიუხედავად იმისა, რომ შეაჩერა თეირანისთვის „ეს 300-ის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის მიწოდება. ლავროვმა სახელმწიფო ტელეარხ „როსია ერთს“ განუცხადა, რომ ცალმხრივი სანქციები ძალადობას წარმოადგენს. პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა 22 სექტემბერს გამოსცა დეკრეტი, რომელითაც შეჩერდა ირანისთვის „ეს 300-ის“ ტიპის სისტემის მიყიდვა, რამაც თეირანის კრიტიკა გამოიწვია. ლავროვის თანახმად, ეს ნაბიჯი მოსკოვმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესრულების მიზნით გადადგა.