ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში უნგრეთისთვის პრიორიტეტი ბოშების ინტეგრაცია იქნება

უნგრეთი, რომელიც ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარე იქნება გაისად იანვრიდან, ნახევარწლიან პერიოდში, თავის პრიორიტეტად ბოშების ინტეგრაციას ასახელებს. ევროპის კავშირის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ენიკე დიორიმ განაცხადა, რომ უნგრეთი ამ პრობლემას იცნობს, ცხოვრობს რა იქ 700 ათასი ბოშა, მაგრამ თვლის, რომ მათი სოციალურ-ეთნიკური ინტეგრაცია საერთო ევროპული პრობლემაა. ახლახან ევროპის კავშირში საფრანგეთი გააკრიტიკეს მკაცრად ბულგარეთსა და რუმინეთში ასეულობით ბოშას დეპორტაციის გამო.