ნეთანიაჰუ მოუწოდებს აბასს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პალესტინის ავტონომიის მეთაურ მაჰმუდ აბასს სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. 26-დან 27 სექტემბერს ღამით ამოიწურა მორატორიუმი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების მშენებლობაზე. პალესტინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მორატორიუმის შეწყვეტის შემთხვევაში უარს იტყოდნენ მიმდინარე თვეში განახლებულ მოლაპარაკებებში მონაწიელობაზე. მორატორიუმის დასრულების შემდეგ პალესტინის მხარის ოფიციალური გამოხმაურება ჯერჯერობით არ ყოფილა. რიგ ებრაულ დასახლებაში მოსახლეობა მშენებლობის ათთვიანი შეჩერების დასრულებას აღნიშნავს.