მედვედევმა დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა მის მიერ აღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ბაღაფშისთვის გაგზავნილ წერილში მედვედევი აღნიშნავს, რომ რუსეთი აფხაზეთთან ურთიერთობის სამართლებრივი ბაზის განმტკიცებას და თანამშრომლობის განვითარებას აპირებს, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება და ხელს უწყობს რეგიონის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.