რადიოჟურნალი - 852-ე გამოშვება

კადრი ფილმიდან "უშენოდ, მგონი, მოვკვდები"

ყოველკვირეულ რადიოჟურნალში ჯერ გამოვეხმაურებით ცნობას, რომ ჩარგალში ვაჟა ფშაველას მუზეუმი დააზიანეს - კარები ჩაულეწეს. გიამბობთ ამერიკელ კომპოზიტორ ჯონ კეიჯზე და მის ექსპერიმენტულ ნაწარმოებებზე. შევეხებით აგრეთვე თანამედროვე ხელოვნების გამოფენა „არტისტერიუმს“, რომელიც შაბათს იწყება თბილისში. და მოისმენთ ინტერვიუს რეჟისორ ლევან თუთბერიძესთან. მალე ეკრანებზე გამოვა მისი ახალი ფილმი, „უშენოდ, მგონი, მოვკვდები“.
გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვება.