ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება

ლატვიაში საპარლამენტო, პირველი არჩევნები იმართება მას მერე, რაც ამ ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეკონომიკური ჩავარდნა გადაიტანა. ბოლო გამოკითხვებით, ასადგილიან პარლამენტში არჩევნებში მონაწილეთა შორის მჭიდრო კონკურენცია იქნება. მთავარი კანდიდატიები არიან მმართველი ცენტრისტულ-მემარჯვენე კოალიცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვალდის დომბროვსკი განაგებს და რომელმაც გაატარა სამთავრობო ხარჯების დაზოგვის პროგრამა, და ოპოზიციური „ჰარმონიის ცენტრი“.