ეკლესია უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს დაბრუნებისაკენ მოუწოდებს

„ერის დიდი ნაწილი მიდის უცხოეთში, იქიდან კი ცოტა ბრუნდება. ადამიანმა ლუკმა პურისთვის არ უნდა დატოვოს თავისი სამშობლო. ასეთი ადამიანი უფრო ბევრს კარგავს, ვიდრე იგებს, - განაცხადა სამების საპატრიარქო ტაძარში ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. მისი განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი წასულია უცხოეთში და ის არ არის დარწმუნებული, რომ ყველანი დაბრუნდებიან.