ოპოზიცია საარჩევნო გარემოს თვისებრივ შეცვლას იმედიანად უყურებს

საქართველოს ოპოზიციის ერთი ნაწილი დარწმუნებულია რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემოს თვისებრივად შეცვლა ყველა პოლიტიკური ძალის, მათ შორის ხელისუფლების ინტერესებშიც შედის. ამის შესახებ სასტუმრო „შერატონ-მეტეხი პალასში“ დღეს გამართულ შეხვედრაზე განცხადა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. 8 ოპოზიციური პარტია ცვლილებების პაკეტს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აცნობს. „საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში სამოქალაქო პოლიტიკური იძულების ყველა მექანიზმია ამუშავებული“, - ამის შესახებ განუცხადა “ეროვნული ფორუმის” ლიდერმა კახა შარტავამ ჟურნალისტებს სასტუმრო “შერატონ-მეტეხი პალასში”. კონფერენციაზე იმყოფება “ეროვნული ფორუმის”, “კონსერვატიული პარტიის”, “რესპუბლიკური პარტიის”, “თავისუფალი დემოკრატების”, “საქართველოს გზის”, “ახალი მემარჯვენეების”, “ქრისტიან-დემოკრატებისა” და “ხალხის პარტიის” ყველა ლიდერი.