„ახალი მემარჯვენეები“ დაკავებული ინდმეწარმეების გათავისუფლებას მოითხოვენ

პარტია „ახალი მემარჯვენეები“ პროტესტს გამოთქვამს თბილისში სამშაბათს ინდმეწარმეთა მასობრივი დაპატიმრების გამო და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. სულ დაკავებულ იქნა 71 მეწარმე - ძირითადად, სავაჭრო ცენტრების, „კიდობნისა“ და „პასაჟის“, მოვაჭრეები. დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან საბაჟო-სატვირთო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანაში, რითაც სახელმწიფოს უმალავდნენ დიდი ოდენობით გადასახადებს, ქმნიდნენ მცდარ წარმოდგენას საქონლის წარმოშობასა და ღირებულებაზე. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ეჭვმიტანილები დანაშაულს არ აღიარებენ.