ავღანეთში გაიმართა სამშვიდობო საბჭოს დამფუძნებელი სხდომა

ქაბულში გაიმართა ცერემონია თალიბანთან და სხვა მეამბოხეებთან შერიგებაზე მომუშავე ახალი სამშვიდობო საბჭოს შექმნის აღსანიშნავად. ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით, ავღანელი ხალხი დიდ იმედებს უკავშირებს საბჭოს მუშაობას მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. ავღანეთის ოფიციალური წარმოადგენლების განცხადებით, ხელისუფლებასა და მეამბოხეებს აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი, მაგრამ არ მიმდინარეობს ოფიციალური მოლაპარაკება. თალიბანს რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ არ აპირებენ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობას, სანამ შეერთებული შტატებისა და ნატოს ჯარები რჩება ავღანეთის ტერიტორიაზე. კარზაიმ დღეს მეამბოხეებს მოუწოდა, რომ 70-წევრიანი საბჭოს შექმნა ჩათვალონ შანსად იარაღის დასაყრელად და მთავრობის გვერდით დასადგომად.