სოხუმისა და ცხინვალისათვის ჰილარი კლინტონის განცხადება მიუღებელია

სოხუმსა და ცხინვალში გააპროტესტეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უნდა დაასრულოს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გაავრცელეს, პრაქტიკულად, ერთნაირი შინაარსის განცხადებები, რომელთა თანახმად, მათ ტერიტორიებზე მყოფ რუს სამხედროებს საქართველოსთან არანაირი კავშირი არა აქვთ და იქ დამოუკიდებელი რესპუბლიკების ხელისუფალთა თანხმობით იმყოფებიან.