პაკისტანმა გახსნა ავღანეთთან დამაკავშირებელი მარშრუტი

პაკისტანის ხელისუფლებამ კვლავ გახსნა სასაზღვრო უღელტეხილი პროვინცია ხაიბერ-პახტუნყვაში, რომელზეც გადის ავღანეთში მყოფი უცხოეთის ძალებისათვის საჭირო მომარაგების მთავარი მარშრუტი. იტყობინებიან, რომ პირველმა ავტოკოლონამ უკვე გადასერა საზღვარი. გასულ კვირაში პაკისტანმა განაცხადა, რომ ოფიციალურად ჩაკეტა სატრანსპორტო დერეფანი ნატოს ძალების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების გამო, რომლის შედეგადაც სასაზღვრო რაიონში სამი პაკისტანელი სახმედრო მოსამსახურე დაიღუპა.