ეძებენ შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრებს

ოფიციალური პირების თანახმად, კვლავ დაკარგულად ითვლებიან მონღოლეთის დროშით მცურავი გემის ეკიპაჟის რუსი და უკრაინელი სამი წევრი. უკრაინის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ათი პირი გადაარჩინეს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რატომ ჩაიძირა „ვასილი“, სატრანსპორტო გემი, რომელსაც ლითონის ჯართი გადაჰქონდა. ავარია მოხდა შავი და აზოვის ზღვების შემაერთებელ ქერჩის სრუტეში.