ჰილარი კლინტონი სარაევოში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იწყებს ბალკანეთში ვიზიტს. დღეს ის სარაევოში ჩავიდა, სადაც დაგეგმილია შეხვედრა ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელისუფლებასთან. კლინტონი განიხილავს ვითარებას ეთნიკურად გაყოფილ ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. შემდეგ კი ის ჩავა სერბიაში, რომლის ლიდერებსაც ის მოელაპარაკება კოსოვოს და რეგიონული უსაფრთხოების სხვა საკითხებზე.