უკრაინაში ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის პოლიციის ცნობით, 38 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა სამგზავრო ავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად. ავარია აღმოსავლეთში მდებარე დნეპროპეტროვსკის რაიონის ქალაქ მარჰანეცთან მოხდა. პოლიციის ცნობით, ავტობუსმა ლიანდაგზე გადასვლა სცადა ისე, რომ ანგარიში არ გაუწია წითელ შუქს. ავარიის ადგილას მაშველები, მედიკოსები და გამომძიებლები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებიდან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.