თბილისში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მისია იმყოფება

საქართველოს მიერ ნატოსთან თანამშრომლობის წლევანდელი ეროვნული პროგრამის შესრულების შესაფასებლად თბილისში იმყოფება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მისია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნატოს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა პირველი შეხვედრა დღეს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.