საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ფრედ ითამაშა ლატვიის ეროვნულ გუნდთან

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის F შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად ფრედ (1:1) დაამთავრა შეხვედრა ლატვიის ეროვნულ გუნდთან. ანგარიში მატჩის 74-ე წუთზე დავით სირაძემ გახსნა. საპასუხო ბურთი 90-ე წუთზე ლატვიელმა ალექსანდრ საუნამ გაიტანა.