ირანში ხუთ პირს გაასამართლებენ ჯაშუშობის ბრალდებით

თეირანის მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ ირანი სულ მალე გაასამართლებს ხუთ პირს, რომელსაც ბრალი ედება ჯაშუშობაში. პროკურორმა აბას ჯაფარი დოლათაბადიმ არ დაასახელა ”ჯაშუშების” ვინაობა და არც სასამართლოს თარიღი დაუზუსტებია. მან განაცხადა, რომ ხუთი პირი ირანის ”მტრებს” გადასცემდა ინფორმაციას ქვეყნის კოსმოსური და კომპიუტერული პროგრამების, თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროების შესახებ. მიმდინარე თვეში ირანის დაზვერვის მინისტრმა ჰეიდარ მოსლეჰიმ განაცხადა, რომ დააკავეს რამდენიმე ”ჯაშუში”, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის ჩაშლაზე მუშაობდა. თუმცა, დღეს პროკურორს არ უხსენებია ბირთვული პროგრამა.