სტუმრად ჩვენს ეთერში: პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი. მან საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულებაზე ილაპარაკა, რომლის თანახმადაც, 13 ოქტომბრიდან ჩრდილოკავკასიელი ხალხები საქართველოს საზღვარს უვიზოდ გადმოლახავენ. პაატა ზაქარეიშვილის აზრით მიმოსვლის გამარტივების იდეა თავისთავად კარგია, თუმცა, მან თქვა, რომ მსგავსი ფორმით მიღებული გადაწყვეტილება ბევრი საფრთხის შემცველია და არასაჭიროდ აღიზიანებს რუსეთს.