უკრაინაში გლოვის დღეა

უკრაინაში, დღეს სარკინიგზო კატასტროფის დროს დაღუპულებს გლოვობენ. დნეპროპეტროვსკის ოლქში, სადაც სამშაბათს სამგზავრო ავტობუსი მატარებლის ლოკომოტივს შეეჯახა, ამ დროისთვის გავრცელებული ბოლო მონაცემებით, 43 ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის შედეგად დაშავებული 9 ადამიანიდან 4 კომაში იმყოფება. ტრაგედიის გამო უკრაინას სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. სააგენტო აფსნიპრესი დღეს იუწყება, რომ უკრაინის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა სერგეი ბაღაფშმა.