ყველა ჩილელი მაღაროელი ზედაპირზეა ამოყვანილი

ოცდაცამეტივე ჩილელი მაღაროელი ზედაპირზე ამოიყვანეს. ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინერამ მათ გადარჩენას უწოდა სასწაული, რომელმაც ჩილე გააერთიანა. მაღაროელებმა 69 დღე გაატარეს ოქროსა და სპილენძის ცხელ, ნესტიან მაღაროში 622 მეტრ სიღრმეზე. მაღაროს ჩანგრევიდან პირველი 17 დღის მანძილზე ჩილელ მაღაროელებს დაღუპულებად მიიჩნევდნენ.