აჰმადინეჟადი ლიბანში ვიზიტს ასრულებს

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ლიბანში ოფიციალურ ვიზიტს ასრულებს. დღეს ის ლიბანისა და ისრაელის მოსაზღვრე რეგიონს ეწვევა. აჰმადინეჟადმა თქვა, რომ ირანი მხარს დაუჭერს ლიბანს ისრაელიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ. აშშ-მ განაცხადა, რომ აჰმადინეჟადის ვიზიტი ლიბანში მისი ”პროვოკაციული გზის” გაგრძელებაა.