ხუთშაბათს ავღანეთში ნატოს 8 ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში ხუთშაბათს ნატოს რვა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ისინი ავღანელი მეამბოხეების თავდასხმებს ემსხვერპლნენ. საერთაშორისო ძალების სარდლობა არ აზუსტებს დაღუპულთა მოქალაქეობას. მცირე ცნობებია მათი დაღუპვის გარემოებების შესახებაც - კერძოდ, ის, რომ რვა სამხედრო ავღანეთის სხვადასხვა ნაწილში აფეთქებებისა და შეიარაღებული შეტაკებებისას დაიღუპა.