საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებების პროექტი

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებების პროექტი. სხდომაზე რეგისტრირებული 118 დეპუტატიდან, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა პარლამენტის 112-მა წევრმა 5-ის წინააღმდეგ. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დილით გიმართა ვენეციის კომისიის სხდომა, რომელმაც საბოლოო, დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა