ტუაფსეს რაიონში დაღუპულთა რიცხმა 14-ს მიაღწია

რუსეთის კრასნოდარის მხარის ტუაფსეს რაიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 14-ს მიაღწია. 9 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. სულ 4 ათასამდე ადამიანია დაზარალებული. რაიონში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. შაბათს გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ 20 დასახლებულ პუნქტში ათასზე მეტი სახლი დატბორა.