რუსეთის მესაზღვრეებმა საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან გასვლის პროცესი დაიწყეს და სამორიგეო ჯიხურიდან ინვენტარი გაიტანეს. ამასთან, მათ უკვე მოხსნეს ორივე შლაგბაუმი სოფლის შესასვლელთან - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ადგილობრივმა მოსახლეობამ აუწყა. პერევის რუსეთის პოსტიდან სამხედროების გასვლის დაწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარისთვის ცნობილია პერევის რუსულ პოსტზე მოსახლეობის კონტროლის რეჟიმი შესუსტების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ სამხედროების საბოლოოდ გასვლის ზუსტი თარიღი უცნობია.