საფრანგეთში გრძელდება გამოსვლები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ

საფრანგეთში გრძელდება საპენსიო რეფორმების მიმართ საპროტესტო გამოსვლები. რეფორმების შესახებ კანონპროექტს ოთხშაბათს განიხილავს სენატი. დღეს გაფიცულებს შეუერთდნენ სატვირო ავტომანაქანების მძღოლები. მეშვიდე დღეა გაფიცული არიან რკინიგზელები და ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები. საფრანგეთის უმთავრესი ავტომაგისტრალები გადაკეტილია. ბენზინის წერტებზე საწვავის ნაკლებობაა. პროფკავშირები სამშაბათისთვის გეგმავს საყოველთაო-საპროტესტო მსვლელობას. მთავრობა კვლავ ემხრობა პრეზიდენტ სარკოზის გეგმას, შემცირდეს საპენსიო ასაკი ორი წლით.