სარკოზი: "საქართველოს ხელისუფლებამ პირობა უნდა დადოს, რომ ძალას არ გამოიყენებს"

საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის განცხადებით, რომელიც მან დღეს გააკეთა საქართველოს სეპარატისტულ კონფლიქტებთან დაკავშირებით, "საქართველოს ხელისუფლებამ პირობა უნდა დადოს, რომ ძალას არ გამოიყენებს". ეს განცხადება სარკოზიმ გააკეთა ჩრდილოეთ საფრანგეთის საკურორტო ქალაქ დოვილში, გერმანიის კანცლერთან და რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, რუსეთი უნდა დათანხმდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის მეთვალყურეების შეშვებას. როგორც სარკოზიმ აღნიშნა, უნდა გაგრძელდეს საკითხის განხილვა, დიპლომატიური ძალისხმევა და დისკუსიები. მან ტყვეების დაბრუნების პრობლემაც ახსენა.