სტუმრად ჩვენს ეთერში: თეა წულუკიანი

”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი

20 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თეა წულუკიანი, ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე. მან ილაპარაკა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ. თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ საბოლოო დასკვნა შუალედურზე უფრო ”დითირამბულია”. ის აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიას არ ევალება ამა თუ იმ კანონპროექტის ანალიზისას გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონტექსტი, თუმცა ამის გაკეთება შეუძლია. წულუკიანი ვერ იხსენებს პრეცედენტს, ვენეციის კომისია იურიდიულ კრიტერიუმებს რომ გასცდენოდეს.