საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლავროვის განცხადებას ეხმაურება

”რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევა და იმ პარტნიორების შეურაცხყოფა და უპატივცემულობაა, ვის წინაშეც რუსეთს ვალდებულებები აქვს აღებული”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოფელ პერევიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანით სარკოზი-მედვედევის შეთანხმების საკითხი საბოლოოდ დახურულია.