პერევში განაღმვითი სამუშაოები გრძელდება

საჩხერის რაიონის სოფელ პერევში განაღმვითი სამუშაოები დღის მეორე ნახევარში ან ხვალ დილით დასრულდება - ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსს" შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა აცნობა. მისი თქმით ამ დრომდე სპეციალისტებს ნაღმი არ აღმოუჩენიათ.