გაფიცვამ საფრანგეთში საწვავით მომარაგების პრობლემა შექმნა

საფრანგეთში გრძელდება გაფიცვა მთავრობის გეგმის გამო, რომელიც საპენსიო ასაკის 60-დან 62 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. საპროტესტო აქციებმა საწვავით უზრუნველყოფის სისტემაში პრობლემები შექმნა. მარსელის პორტში 51 ნავთობ-ტანკერია გაჩერებული. ოთხშაბათს პრეზიდენტმა სარკოზიმ პოლიციას ნავთობ-გადამამუშავებელ ობიექტებთან მიღწევის უზრუნველყოფა დაავალა. ოთხშაბათს საფრანგეთის ბენზინგასამართი სადგურების დაახლოებით მეოთხედი ცარიელი იყო.