ახალი ამბები პრეზიდენტი ობამა გაისად პაკისტანს ესტუმრება ოქტომბერი 21, 2010 თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა პაკისტანში ჩავა გაისად. ეს ამ რანგში მისი პირველი ვიზიტი იქნება ამ ქვეყანაში. თეთრი სახლის განცხადება მოჰყვა ობამას მიერ ავღანეთის და პაკისტანის შესახებ სახელმწიფო უშიშროების საკითხებზე შეხვედრის მოწვევას.