მექსიკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მექსიკის სანაპიროსთან, კალიფორნიის ყურეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, თუმცა დაშავებულების, ან ზარალის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან. შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის სკალაზე 6,9 მეათედს აღწევდა. ეპიცენტრი დაფიქსირდა მექსიკის შტატ ბახა კალიფორნია სურის ადმინისტრაციულ ცენტრ ლა პასის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 140-მდე კილომეტრში. ამავე რეგიონში შედარებით სუსტი მიწისძვრები მოხდა სამშაბათს და ოთხშაბათს. მათ ნგრევა არ მოჰყოლია.