ჰაიტიზე ქოლერას უკვე 135 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ჰაიტიზე გამძვინვარებულმა ქოლერის ეპიდემიამ 135 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც საინფორმაციო სააგენტო ”ფრანს პრესი” იტყობინება, იმ რაიონებში, რომლებსაც ეპიდემია შეეხო, საავადმყოფოები გადაჭედილია. აღსანიშნავია, რომ ჰაიტელთა დიდი ნაწილი იანვარში მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად, რომელსაც 230 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, კვლავაც კარვებში უწევთ ცხოვრება. რის გამოც იქ ანტისანიტარიაა შექმნილი, რაც ეპიდემის აფეთქების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება.