თურქმენეთი მეტი გაზის მიყიდვას სთავაზობს რუსეთს

თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუხამედოვმა რუს კოლეგა დმიტრი მედვედევთან საუბარში გამოთქვა მზადყოფნა, რომ თურქმენეთმა მეტი გაზი მიჰყიდოს რუსეთს. მედვედევი თურქმენეთს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად ეწვია. აშხაბადი 40 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს აწვდიდა რუსეთს, მაგრამ ფასზე უთანხმოების გამო რუსეთმა გასულ წელს მკვეთრად შეამცირა თურქმენული გაზის იმპორტი.