თემურ იაკობაშვილი ჩეჩნეთის პრეზიდენტს ფაქტებით საუბარს ურჩევს

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ჩეჩნეთის პრეზიდენტს ურჩია, საქართველოსა და მეამბოხეების კავშირზე ფაქტებით ისაუბროს. იაკობაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები სიახლე არ არის და ამჯერად, სჭირდებათ, რომ ე.წ. დაწყნარებულ ჩეჩნეთში არსებული ვითარების გამო ვინმე დაადანაშაულონ.