მედვედევი მთიანი ყარაბაღის შესახებ პრეზიდენტების შეხვედრას უმასპინძლებს

რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მომავალ კვირაში მორიგ შეხვედრას გამართავენ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის გზებზე საუბრის მიზნით. სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის აპარატის ცნობით, ის რუსეთის პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს 27 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ ასტრახანში შეხვდება. ამგვარი სამმხრივი შეხვედრა ბოლოს 17 ივნისს, სანკტ-პეტერბურგში გაიმართა.